ჩემი ხაბე ჩააჩოჩეს, ლუზერების პლატფორმის ხელმძღვანელად დაინიშნა ჭიჭე ვაშაძე, რომელსაც ნიგერიელმა ოგბუნუჯუმ მოუგო, როცა  მერობაზე იყარა კენჭი, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ გაერთიანებით შედეგს ვერ მიაღწევენ.

„ვაშაძე რომ გეყოლება ლიდერად, რა გამარჯვებაზეა საუბარი. „ჩათლახმა“ჩემი ხაბეიშვილი მაინც დამიჩაგრა და ამას არ ვაპატიებ. ლუზერების გაერთიანებაა, რაც დღეს გააფორმეს, პლატფორმას უნდა დაარქვან ლუზერების პლატფორმა და ზემოთ დასვან ვაშაძე. ისტორიული დღეა რადიკალებისთვის, ლუზერების პლატფორმის ხელმძღვანელად დაინიშნა ვაშაძე. ხომ იცით, რომელი ვაშაძეა, ჭიჭე ვაშაძე, რომელმაც მერობაზე იყარა კენჭი და ნიგერიელმა ოგბუნუჯუმ მოუგო. ლუზერობის, პოპულისტობისა და ცრუ პატრიოტიზმის სიმბოლო აირჩიეს და ჩემი ხაბე ჩააჩოჩეს. „ჩათლახია“ ჭიჭე ვაშაძე, ეს მაინც გააკეთა და ამათი გაერთიანებით მავანს ჰგონია, რომ რევოლუციას მოაწყობენ. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ამათზეა ნათქვამი. იმდენად სუსტები არიან, რომ „ფორმულას“ კვლევებშიც, თავის რეიტინგებშიც, რაც გადააწყვ-გადმოაწვეს, 22%-ის მეტი ვერ დაუწერეს. ხომ აბსურდია, ამ გუნდით რომ ვიღაც ფსონს დებს რადიკალებზე, რათა ქაოსი მოაწყონ ან ხელისუფლებაში მოვიდნენ. შემდეგ რომ წააგებენ იტყვიან, გაგვიყალბესო. ცრუ პოპულიზმობა კი არა, კონკრეტული პროგრამა დადეთ, რაზეც შეგიძლიათ, ელაპარაკოთ ხალხს, ერთმანეთს კი არა და რევოლუციები უწყოთ პარტიაში ერთმანეთს. მელიას ჩამოაგდებთ, ახლა ხაბე ჩამოაგდეს და ვაშაძეს ამ არჩევნების შემდეგ ჩამოაგდებენ. ლუზერების პარტიაში ლუზერს რომ აიყვან თავმჯდომარედ და შტაბის უფროსად, იქ რა შედეგს უნდა ელოდო. არაფერს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ლევან ხაბეიშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან კოალიციურ  საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, კამპანიებს, უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე