სუროგაცია მსოფლიოში ითვლება ერთ-ერთ საქმიანობად, რომელიც არის, მათ შორის, ქალთა და ბავშვთა უფლებების შებღალვა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საქართველოსთან მიმართებითაც იყო მრავალი შესაბამისი უარყოფითი ანგარიში. სუროგაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესად იქცევა ხოლმე, არის ქალთა და ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა და ამას იმდენი მძიმე შემთხვევა მოჰყვება, რომ ის სიკეთე, რომელზეც შეიძლება, ვინმე საუბრობდეს, ვერავითარ ტოლობაში ვერ მოვა იმ უარყოფით მოვლენებთან, რაც სუროგაციის, როგორც ბიზნესად გადაქცევას მოჰყვება ხოლმე. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი მომზადდება. ეს არის მორალურად, ეთიკურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალთა და ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისათვის გადადგმული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 22 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა - მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში ინიციირდება








