უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს სესიაზე განიხილავენ. ახალი რეფორმა ითვალისწინებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების სწავლის სრულად დაფინანსებასა და ყველა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ფორმატის ცვლილებას.

ცვლილება შეეხება საჯარო სკოლებსაც, რაც გულისხმობს 11-წლიან სწავლებას და, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური კლასების გახსნას მე-12 წლისთვის.

"დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, პირველი და უპრეცედენტო შემოთავაზებაა, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისწავლის, მათთვის სწავლა იქნება უფასო და ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა სწორედ მომავალი სტუდენტებისთვის“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.