ლევან ხაბეიშვილი არის ადამიანი, რომელიც ვერ მოისყიდეს, ვერ გააჩუმეს, ის "ოცნებას" ყელში ჰყავს გაჩხერილი - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
 
 
 
 
 

"ლევან ხაბეიშვილს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ამ ურთულეს ბრძოლაში. ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ის ყოველდღიურად არის ჩართული. რა თქმა უნდა, დასამალი არ არის, რომ ლევანი არის ჩემი მეგობარი, ჩემი გამორჩეული თანამებრძოლი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავდით ეს ადამიანი, როგორ თავდაუზოგავად ებრძვის ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ, მავნე და მოღალატეობრივ ავტორიტარულ რეჟიმს. ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ მოისყიდეს, ვერ გააჩუმეს. "ოცნებას" ყელში ჰყავს გაჩხერილი. ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად გამხდარა, მათ შორის ფიზიკური თავდასხმის, დევნის ობიექტი.  სხვათა შორის მასზე ახლაც არის აღძრული საქმე, ივანიშვილის პროკურატურა და სასამართლო ახლაც დაატარებს ამ ადამიანს  დაკითხვებზე. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანის  თავდაუზოგაობა მოუტანს პარტიას დადებით ენერგიას და მუხტს"_ აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.
 
 
 შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.