„რაც უფრო მეტი დრო გავა, ტაქსისტები კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ ამ წნეხსა და დაწოლას ხელისუფლებისა და მერიის მხრიდან, საბოლოოდ კი, იძულებულები გახდებიან ისინი იყვნენ ერთი კონკრეტული ადამიანის ან პირთა ჯგუფის დაქვემდებარებაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ნადირაძემ

„ფაქტია, რომ ტაქსების რეფორმა კახი კალაძემ თავიდანვე იმიტომ კი არ წამოიწყო, რომ ტაქსისტების მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, არამედ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ამ რეფორმის მიზანია, რომ მონოპოლიზება მოახდინოს ამ უდიდეს სფეროსი და ხელში ჩაუგდოს კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც დაახლოებულნი იქნებიან კახი კალაძესთან და „ქართულ ოცნებასთან“. რაც უფრო მეტი დრო გავა, ტაქსისტები კიდევ უფრო მეტად იგრძნობენ ამ წნეხსა და დაწოლას ხელისუფლებისა და მერიის მხრიდან, საბოლოოდ კი, იძულებულები გახდებიან ისინი იყვნენ ერთი კონკრეტული ადამიანის ან პირთა ჯგუფის დაქვემდებარებაში.“ - განაცხადა ნადირაძემ