ირაკლი ნადირაძის განცხადებით, მოლოდინები მინიმალურია, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, რუსული კანონია.
"ამ ქვეყანაში სანქცირებული სასამართლოს იმედი არ უნდა გვქონდეს არცერთ ინსტანციაში ალბათ ეს ყველასთვის გასაგებია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით მინიმალურია, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მთავარია, რომ 26 ოქტომბრის შემდგომ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც იქნება გაწვეული, ეს იქნება რუსული კანონი. ამიტომ ჩვენ ვართ, არა ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს იმედზე, არამედ ხალხის იმედზე, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას რუს ოლიგარქ ივანიშვილს და ყველა ის, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდასავლური კანონი იქნება გაწვეული და ქვეყანა დაბრუნდება ევროპულ რელსებზე, ევროპულ გზაზე და ამ ადამიანებს, ქვეყანაში ექნებათ ყველა ის საშუალება და ბერკეტი, რომელიც სწრაფად წაგვიყვანს წინ ევროპისკენ“.