ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაძე სოციალურ ქსელში წერს: 

კითხვა მაქვს კონსტიტუციონალისტებთან. საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ:
 
"მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად."

საქართველოს კონსტიტუციაში ასევე გვაქვს მე-60 მუხლის მე 4 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი:


 "  საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;"

ხომ არ შეიძლება საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ეს ნორმა იქნას გამოყენებული  ე.წ. "აგენტების კანონის" გასასაჩივრებლად?  ხომ არ ექნება აზრი, რომ თუკი "ქართული ოცნება" გაჯიუტდა და მაინც მიიღო ეს კანონი, საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის წევრებმა სასწარაფოდ მოამზადონ სარჩელი, მიმართონ საკონსტუტიცო სასამართლოს  ამ კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება   კონსტიტუციის 78 მუხლს და მოითხოვონ საკონსტიტუციო სასამართლოსგან შეაჩეროს კანონის მოქმედება, მანამ მის კონსტიტუციურობის საკითხზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს  საკონსტიტუციო სასამართლო ?