ძალიან წაიღეთ უკვე ტვინი! ჩამოყალიბდით ამ სამიდან რომელია მართალი - ამის შესახებ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს მიმართავს:
ძალიან წაიღეთ უკვე ტვინი! ჩამოყალიბდით ამ სამიდან რომელია მართალი:
სააკაშვილს დემენცია არ ჰქონია, არაფერი ჭირდა და ამდენი ხანი ატყუებდით ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მას აქ კლავდნენ არასწორი მკურნალობით და მიშას გადასარჩენად გადაუდებლად აუცილებელი იყო სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.2. სააკაშვილს დემენცია ჭირდა, ქართველმა ექიმებმა სასწაული შეძლეს და მოარჩინეს, ანუ ამდენი ხანი ატყუებდით ყველას, რომ სათანადო მკურნალობა არ უტარდებოდა და ექიმებს ცილს სწამებდით.3. სააკაშვილს დემენცია ჭირდა და ჭირს. მისი მომხრეები კი აბითურებთ საზოგადოებას, რომ ასე მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომლის არათუ პოლიტიკაში ყოფნა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, არამედ ჩვეულებრივ ცხოვრებაც კი სხვისი დახმარების გარეშე წარმოუდგენელია, ქართული პოლიტიკის ერთადერთი ხსნაა და მის პოლიტიკაში მობრუნებას ცდილობთ, რაც დანაშაულია ამ ადამიანის და ქვეყნის წინაშე. ამ სამიდან ერთია. ახლა, თავად თქვით, რომელია მართალი.