პოლიტიკის ანალიტიკოსის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტუტის (NDI) 11 დეკემბერს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში, რომლის მიხედვითაც, 62% მიიჩნევს, რომ საქართველოში მყოფი არცერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს მათ ინტერესებს, პოლიტიკური ლიდერების დეფიციტითაა განპირორობებული.
ირაკლი მელაშვილის განცხადებით, წინა პერიოდისგან განსხვავებით, ის რაც დღეს ხდება, პოლიტიკური კლასის სრული გაკოტრებაა. ამის შესახებ, პოლიტიკის ანალიტიკოსმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ისაუბრა.
„30 წელია ვუყურებ ქართულ პოლიტიკას, ვმონაწილეობ, ვიყავი პოლიტიკურ პარტიებში, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერების მიმართ, საზოგადოებაში არასდროს არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს დეფიციტი, არა იმდენად რეიტინგის, არამედ ქვეყანაში, ფაქტობრივად არ არის ავტორიტეტული ლიდერები, რომელზედაც მოსახლეობა უბრალოდ იტყვის, რომ ის ჭკვიანი ადამიანია. ყოველთვის ძლიერი მმართველები ჰყავდა ამ ხელისუფლებას, რეიტინგიანი, მაგრამ ყოველთვის იყო ის დამოკიდებულება, რომ ოპოზიციაში, პოლიტიკურ პარტიებში იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება რეიტინგი არ ჰქონოდათ, მაგრამ ჭკვიან ადამიანად თვლიდა საზოგადოება. ის, რაც დღეს ხდება, სრული გაკოტრებაა პოლიტიკური კლასის“,-აცხადებს, ირაკლი მელაშვილი.