მაგრად მიქარავს ზელენსკი! საქართველოს დაწყვილება ბელარუსთან მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ძალიან არასწორი შეფასებაა! უკრაინას ჰყავდა პრორუსი კუჩმა, პუტინის შნირი, იანუკოვიჩი და ამის გამო ქართველებს არასდროს გვითქვამს უარი უკრაინის მხარდაჭერაზე, არასდროს გვიკადრია ეს წამოგვეძახებინა მათთვის! არ მახსოვს არც ერთი ქართველი თანამდებობის პირი, რომელსაც თუნდაც აღვირახსნილი კორუფციის გამო, რომელსაც ომის დროსაც კი ვერ მოერია უკრაინის მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ განცხადებები ეკეთებინა, ეს ქვეყანა ამ მიზეზით ევროინტეგრაციის ღირსი არ არისო! - ამის შესახებ თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ ძალიან არასწორია (რბილად რომ ვთქვათ). ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ლიდერი უნდა ცდილობდეს მოწინააღმდეგე თავის მხარეზე დაიყენოს და არა პირიქით, შენიანი ვინცაა ისიც მოწინააღმდეგეთ აქციოს! არ გვაქვს ქართველებს ზელენსკის დასაყვედრებელი რუსებთან ბრძოლა ნამდვილად! არესტოვიჩის იდიდოტური განცხადებები არ გვაკლდა, ახლა ეს ნუ დარდობთ ჩვენზე უკრაინელი პოლიტიკოსები, მივხედავთ როგორმე ჩვენს თავს და ნუ მოკლავთ ამ ხალხში უკრაინის მხარდაჭერის სურვილს თქვენი განცხადებებით!" - წერს ირაკლი მელაშვილი "ფეისბუკში".
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული