რაზე მეცინება იცით? სულ ნახევარი საათია რაც გავრცელდა "ქართული ოცნების" განცხადება, აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის თაობაზე(ოღონდ როგორ შვებიან კაცმა არ იცის, რეგლამენტით პირველი მოსმენით უკვე მიღებულ კანონპროექტს უკან ვეღარ იწვევ) ჰოდა ჯერ კიდევ 40 წუთის წინ, "ოცნების" იმ სქელშუბლა მომხრეებმა, ვინც პარტიას მტკიცედ დგომისკენ მოუწოდებდნენ და გვიხსნიდნენ, თუ როგორი აუცილებელია ქვეყნისთვის ეს კანონი, სასწრაფოდ გამოცვალეს ფირფიტა და "ოცნების"ამ ბრძნული გადაწყვეტილების ქება დაიწყეს. მაპატიეთ ამოდენა კაცს, მაგრამ ყველა მონის დ-დ-დ,,,,,,აი თქვენ კი არაფერი, ცა დედამიწად რომ ჩამოვიდეს, მაინც არაფერი გეშველებათ! - ამის შესახებ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
რა ვერ გამოილიეთ 35 წლის მანძილზე! რა კასტა ხართ ასეთი ყველა საცობს რომ ერგებით!
P.S.ჩემთვის ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანას არასდროს ჰყოლია ასეთი უიდეოა, უჭკუო, უნიჭო და უზნეო პოლიტიკური ლიდერშიფი! ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც! ქვეყანას კი არა ასანთის ღერს რომ ვერ ანდობ კაცი! კამათს არ ვაპირებ, ეს ჩემი მოსაზრება აღარ, უკვე რწმენაა! - წერს ირაკლი მელაშვილი.