"ეს მანამდე იქნება, სანამდე იქნება ეს ჯარიმები და არ იქნება ჩამორთმევა მართვის უფლების განმეორებით შემთხვევაში. ვიძახით, რომ ხალხს შივა - შივა მართლა ბევრს. - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" წევრმა დეპუტატმა ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ავტოსაგზაო შემთხვევების მომატებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
"ჟურნალისტებმა არ გადამიკეთოთ მერე სხვა რამეში; ხალხს ძალიან უჭირს - კი ბატონო, მაგრამ, ეს თბილისი რომ გაივსო ამ მანქანებით, წყლით დადის ეს მანქანები? თუ ვერ გავიგე. მე ჩემი კომპანიების მაგალითზე გეტყვით - როგორც კი მუშაობას დაიწყებს ვინმე სადმე, იმ წუთში ბანკის ცნობას იღებს და გარბის მანქანის საყიდლად...გაივსო, მუშაობა აღარავის აღარ უნდა.
ვისაც არ ეზარება ჩამოსულია ამ სოფლებიდან, 2-3 დღით, ნაქირავები აქვთ კორპუსებში ბინები და იმ კორპუსის წინ გავსებულია მანქანები და მთელი ქუჩა სავსეა. ამასწინათ, სადაც ვცხოვრობ მე, მოხდა ხანძარი. 25 წუთი მანქანა ვერ შევიდა, რომ იქ მისულიყო. ორივე მხარეს მანქანები იყო. ერთი გასასვლელია დატოვებული, პატარა "მარჩები" რომ ჰყავთ ჩამოყვანილი, თუ სადმე ძველი მანქანები იყო და საქართველოში შემოიყვანეს და სესხები რომ აქვთ არსებული და ფსიქოზი რომ აქვთ სახლში მშივაო და როგორც კი მისცემს დახმარებას და შვილს მანქანას რომ უყიდის, აი ასეთი ხალხის "მარჩებითაა" სავსე სუყველაფერი. რაღაც ზომა მიიღეთ" - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.