საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შიგერუ იშიბას იაპონიის პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში აღნიშნავს, საქართველოს და იაპონიას ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ირაკლი კობახიძე იაპონიას სხვადასხვა სექტორში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„იაპონიის ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს შიგერუ იშიბას წარმატებებს ვუსურვებ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საქართველო აფასებს იაპონიასთან არსებულ შესანიშნავ პარტნიორობას. მადლობელი ვართ სხვადასხვა სექტორში იაპონიის მხარდაჭერისთვის. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობა“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
Congratulations to the newly appointed Prime Minister of 🇯🇵 H.E. Shigeru Ishiba @shigeruishiba! I wish Mr. Prime Minister all the success in executing his important duties. 🇬🇪 highly values its excellent partnership with Japan and is grateful for the support that Japan offers to…
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 1, 2024