ის ინიციატივა, რაც გაახმოვანა სალომე ზურაბიშვილმა სინამდვილეში არის უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის პირველი მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო უცხოური აგენტების რეესტრის შექმნა, რომელშიც შესაბამისი პარტიები იყრიან თავს.
"მადლობა სალომე ზურაბიშვილს ამისთვის. რეალურად, ჩვენ მანამდეც ვამბობდით, რომ სინამდვილეში ეს ყველა ადამიანი არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ და ახლა ხდება ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობის“ სიის ფორმალიზება, უცხოური აგენტების სიის ფორმალიზება, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სალომე ზურაბიშვილს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!