ხედავთ რა დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ჩვეულებრივად იფლანგებოდა მილიონები ადამიანების პირადი კეთილდღეობისთვის, სააკაშვილის და მისი პირადი გარემოცვის კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ესკობარის საფლავის მოლოცვაც ეტყობა სახელმწიფო ინტერესებში იყო. რაც შეეხება ინფორმაციის გასაჯაროებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სახეზეა ახალი დანაშუალების ნიშნები და ამას სჭირდება სათანადო გამოძიება. ეს არის ახალი „პიჯაკების საქმე“. ხედავთ რა დამოკიდებულება ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, ჩვეულებრივად იფლანგებოდა მილიონები ადამიანების პირადი კეთილდღეობისთვის, სააკაშვილის და მისი პირადი გარემოცვის კეთილდღეობისთვის, რაც მათ სახეზე მეტყველებს“, - განაცხადა კობახიძემ.