საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო გუნდი, პირველი ოცეული სხვადასხვა კრიტერიუმითაა დაკომპლექტებული.
მთავრობის მეთაურის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანი გუნდია, სადაც არიან როგორც სტაჟიანი პოლიტიკოსები, ასევე ახალი სახეები, სპორტის დამსახურებული მოღვაწეები, ოლიმპიური ჩემპიონები, ბიზნესის სფეროს და სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შეგვეთავაზებინა ქართული საზოგადოებისთვის. ხედავთ, რომ სხვა პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ გადახალისებას, განახლებას, ამის არავითარი რესურსი არ აქვთ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეამაყება, რომ ჩვენ გუშინ დავასახელეთ და წარვადგინეთ ასეთი ოცეული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.