ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს უწოდებენ და პატრიოტიზმს უწუნებენ, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ აქვთ.„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. შეგახსენებთ, ასევე ბარამიძის განცხადებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია შემდეგ გვარამიას, სამადაშვილის და სხვების განცხადებებთან, „ენჯეოშნიკების“ განცხადებებთან. სხვათა შორის, ბარამიძის განცხადებით დაიწყო ყველაფერი. მათი დავალება არის რა, რომ რამენაირად ხელი უნდა შეუშალონ ნდობის აღდგენას, მათ შორის კამპანია, რომელიც წარმოებს საწვავის შეტანასთან დაკავშირებით, ეს ზუსტად აქეთკენ არის მიმართული, პირდაპირ კავშირშია ბარამიძის განცხადებასთან, რომ ხელი უნდა შეუშალონ რამენაირად ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს შორის. ბარამიძის განცხადება, კამპანია საწვავის შეტანის წინააღმდეგ, გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ერთიანი კამპანიის ნაწილი. ისინი ნერვიულობენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ კონკრეტულ ტერმინებს ვიყენებთ ხოლმე ამ ადამიანების წინააღმდეგ, რაც სწყინთ ხოლმე, მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, მერე აღარ უნდა გეწყინოს, რომ უსამშობლოს გიწოდებენ, ვგულისხმობ გვარამიას განცხადებას, რომელმაც პირდაპირ გამოაცხადა, რომ აფხაზეთის ჩაბარება იქნებოდა ტკივილისგან გათავისუფლება, ისტორიული მეხსიერებისგან გათავისუფლება. ამ კონტექსტში შეაფასა მან სომხეთში განვითარებული მოვლენები, პირდაპირ დაუკავშირა აფხაზეთის საკითხს.

მანამდე, რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ უცხოელ აგენტს, დავით ბერძენიშვილს გაატესტინეს ეს საკითხი, თვეების წინ ზუსტად იგივე თქვა ბერძენიშვილმა, რომ სომხეთმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც გათავისუფლდა ამ ისტორიული მეხსიერებისგან, ამ ტკივილისგან და ისიც საუბრობდა საქართველოს კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბერძენიშვილი არ აღმოჩნდა საკმარისი დონე, რომ ეს საკითხი აეწიათ და ახლა გამოაგორეს, როგორც ჟარგონზე იტყვიან, კიდევ ერთი უცხოელი აგენტი – გვარამია, რომელსაც იგივე თემა წამოაწევინეს. ეს არის ერთი ჯაჭვი. უცხოური აგენტურა იღებს ხოლმე დავალებებს და მერე ასრულებს. კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი. ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ და პატრიოტიზმს ვუწუნებთ, რომელიც მათ სინამდვილეში საერთოდ არ აქვთ“, – აღნიშნა პრემიერმა.