„ნაცმოძრაობა“ ნაკლებად გვაძლევს მოტივაციას, ვიცე-სპიკერის პოსტზე მათ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის კვოტით ლევან ბეჟაშვილის პარლამენტის ვიცე-სპიკერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხს საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს და ამის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„ზოგადად, „ნაცმოძრაობა“ დაკავებულია პოლარიზაციის გაღვივებით. ასეთ პირობებში, არ ვიცი, რამდენად იქნება საპარლამენტო უმრავლესობა მოტივირებული, მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატურას ვიცე-სპიკერის პოსტზე. განხილვა გვექნება საპარლამენტო უმრავლესობაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ნაკლებად გვაძლევს მოტივაციას, მათ კანდიდატურას დავუჭიროთ მხარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.