მონა.ჯი  არის „კანვასის“, „ფრანკლინის კლუბის“, აკერმანის სახელმძღვანელოებისა და ტრენინგების ერთ-ერთი თავი, ასეთ რაღაცებს სწორედ იქ ასწავლიან, როგორ უნდა სცადო, რევოლუციის დაგეგმვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არიან ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია.

„ორივე არის უცხოელი აგენტი. ხოშტარია დღემდე რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს. როგორ უნდა ილაპარაკოს, სხვის მონობაზე? – ჩვეულებრივი აგენტები არიან. დარჩებიან იმ ერთპროცენტიან რეიტინგზე, რაც დღეს აქვთ. მათი მხრიდან ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, უბრალოდ, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული. მათ არც სამშობლო და არც სახელმწიფო აქვთ, არავითარი ღირებულება. ისინი მარტივი სახელმძღვანელოებით მოქმედებენ, რომელსაც მათი პატრონები საზღვარგარეთ წერენ. რასაც აკეთებენ, ჩვეულებრივი ინსტრუქციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „დროასთან“ ერთად შექმნა პლატფორმა, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“. ჯაფარიძის თქმით, „პლატფორმის მიზანია, რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების მხილება და მათი გასაჯაროვება, შემდგომში კი ამ ადამიანების ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა“.

შეგახსენებთ: ამ პროექტის მიზანია, ყველა ამ ადამიანების მათი ვინაობის საჯაროდ გამოტანა. ამ ვინაობების შენახვა მომავლისა და ისტორიისთვის ციფრულ ფორმატში. ყველას სახელსა და გვარს შევუნახავთ შთამომავლობას - განაცხადა „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ პრეზენტაციაზე.