IRI - ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, IRI - ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ჩახედეთ IRI-ის კვლევას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის უბრალოდ კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.