სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში, საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ეს საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მშვიდი.
„საარჩევნო გარემო არის საკმაოდ ჯანსაღი. გვაქვს უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, თუ შევადარებთ ყველა წინა არჩევნებს, ეს საარჩევნო პროცესი არის მაინც ყველაზე მშვიდი. ძალაში რჩება მთავარი პრობლემა, რასაც ეწოდება პოლარიზაცია, რასაც ჩვენ ვუწოდებთ რადიკალიზმს. სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია კვლავაც რჩება ოპოზიციის დღის წესრიგში, თუმცა, ამის მიუხედავად, მთლიანობაში,საარჩევნო პროცესები წარიმართება ჯანსაღ გარემოში, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და იმედი მაქვს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაშიც ანალოგიურად, მშვიდობიან გარემოში გაგრძელდება საარჩევნო პროცესები “, – განაცხადა პრემიერმა.