არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები, ეს არის ლოგიკური დასკვნა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის განაცხადებას.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური ნაცმოძრაობა.

„სიღრმეში არ მინდა, შევიდე, მაგრამ მსურს, საზოგადოებას ვუთხრა ერთი რამ, რომ არ უნდა მოხდეს „ნაცმოძრაობისა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთისგან გარჩევა. არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, როგორიცაა იგივე „გირჩი“, გახარიას პარტია, „ლელო“ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. არ შეიძლება, კონკრეტული პარტიები, რომლებიც სინამდვილეში არიან „ნაცმოძრაობა“, შეიფუთონ როგორც „არანაცმოძრაობა“ და შუაშისტური პარტიები. ამ ნაწილში მე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ამაზე თუ არის საუბარი, ეს არის ლოგიკური დასკვნა. საზოგადოებამ ერთმანეთისგან არ უნდა განასხვაოს „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.