საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „X”-ში ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან - წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Within the framework of the EPC, I had the privilege to meet with @alain_berset. We engaged in a constructive discussion on current challenges and prospects for future cooperation. We are excited to deepen our partnership with the CoE, a leading international organization that… pic.twitter.com/eQoPw2vfHi
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 7, 2024