ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ  სინირლიოღლუსთან  გავცვალეთ მოსაზრებები  საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში  გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ფერიდუნ  სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ  საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.