უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ ჩინური კომპანიასთან დაკავშირებით, ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის ამ ტიპის პროექტებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინური კომპანია იქნება გარანტი, რომ პორტი აშენდება.
„შემოიტანეს განაცხადი და შესაბამისად ჩინური კომპანიის მიერ ამ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ანაკლიის გარშემო პროცესებში, შეგახსენებთ, არაერთხელ გადაუვადა სახელმწიფომ, თუმცა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს ინვესტორის მოზიდვა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, თუმცა ცდილობენ ამის სხვაზე გადატანას. ჩვენი პასუხისმგებლობაა ამ პროექტის განხორციელება, ეს არის ჩვენი ინტერესი. ჩინური კომპანიით ამ პროექტის განხორციელება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან ჩინური ტვირთებს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის. სპეკულაციები არის უადგილო, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ვინც დაიწყო ეს სპეკულაციები, იღებს საგრანტო დაფინანსებას უცხოური საეჭვო წყაროებიდან და ამით არის ნაკარნახევი ის ანტიჩინური კამპანია, რომელსაც შესაბამისი პოლიტიკოსები და მათი „ენჯეოები“აწარმოებენ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.