სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე როდესაც არის საუბარი, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.
„ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მიწებზე დანიშნულების შეცვლას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, იუსტიციის სამინისტროც გამჭვირვალედ მუშაობს, შეგვიძლია, ერთად გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.










