ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც მის პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ელენე ხოშტარიას ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება და აქ პოლიტიკოსად არის წოდებული. ეს ადამიანი ხან პატრულის მანქანაზე დახტუნავს, ხან ბანერიდან ძლივს ხსნიან, ხან ბოძზეა ამძვრალი, ხან ხეზე, ხან „ფანტანშია“ ჩასული. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რაც, პირველ რიგში, ქალს არ შეეფერება და შემდეგ – პოლიტიკოსს. ეს ყველაფერი მისი სახეა. ის ასე უტიფრად ახალგაზრდებთან დგას. ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც მის პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს?“ – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენეთ, შსს-მ ელენე ხოშტარია დააკავა - პროკურატურამ მას  სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ბრალი წარუდგინა