საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, სააკაშვილი და მისი პარტია მძიმე მდგომარეობაში არიან.

მიზი თქმით, სააკაშვილი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო, საქართველოს მოსახლეობას კვლავ მუქარით ესაუბრება და რევანშით ემუქრება:

"მისი და მისი ე.წ. პარტიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ სახეს, თუ რას წარმოადგენენ ამდენი წლის შემდეგაც ისინი. ის მუქარა, მკვლელობა, დაჩაგვრა, წართმევა, სიცოცხლის განადგურება, ბიზნესის განადგურება. ეს არის მათი სახე, რა თქმა უნდა, მათი ბელადი და სულიერი მამა ბატონი სააკაშვილის სახით, ამას ვერ მალავს. არც მალავდა, ამ ყველაფერს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახორციელებდა, შემდეგ ე.წ. ოპოზიციაში ყოფნის დროს ვხედავთ თუ რა დესტრუქციას ემსახურება ეს აგენტურა და რა დავალებების შემსრულებლები არიან. ადამიანზე გვაქვს საუბარი, სახელსა და გვარზე, რომელმაც თავისი ქვეყნის მოქალაქეობა დათმო უცხო ქვეყანაში თანამდებობის დასაკავებლად. საუბარი გვაქვს სახელსა და გვარზე, რომელმაც უკრაინის ჰიმნი შეასრულა ზედმიწევნით, კორექტულად და და საქართველოს ჰიმნს ვერ მღერის. ეს არახალია თავის პრეზიდენტობის დროსაც, ბევრი ლექსის თუ იმის ციტირების დროს, მოსდიოდა შეცდომა იმიტომ, რომ ის არ არის ქართველი და უსამშობლო ყველაზე სწორად ჰქვია მას.

ვხედავთ ადამიანს და სახელს და გვარს, რომელიც არ იშლის იმ ბუნებას და კიდევ ერთხელ ემუქრება ჩვენს საზოგადოებას რაღაცა რევანშით. კიდევ ერთხელ ემუქრება სისხლის ღვრით. ადამიანი, რომელმაც პირდაპირ ჩააბარა ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.