რა თქმა უნდა, მინელდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე დამოკიდებული: ყველას კარგად გვახსოვს ის ცრუ აღქმებით ინსპირირებული აქციები, ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული აქციები. არაერთი გამოძიება, არაერთი დამდგარი განაჩენი ვნახეთ. არაერთი, სხვათა შორის, ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ იმ საქმეებთან ერთად, თუ რეალურად რას ამზადებდნენ, როგორ ემზადებოდნენ, საიდან რა დაფინანსება მოსდიოდათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისა და დაფინანსების შემცირების შემდეგ პროტესტი განულდა.
"ჩვენ მივიღეთ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში [კანონები], რასაც ასევე ამ აღქმების თეორიით მოჰყვა მრავალი ე.წ. პროტესტი, პროტესტი, რომელიც ამბობდა, რომ თურმე აქ ქვეყნისთვის იბრძვიან და თურმე ქვეყნის დემოკრატიას არჩენენ. ჩვენი პასუხი რა იყო? იყო ერთი: არ არსებობს პროტესტი, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ამ პროტესტს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა საფუძველი, იმიტომ, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე და ცრუ აღქმებზე, აგენტურის დაგეგმილი, გარედან დახმარებული ე.წ. აქციები. როგორც კი ამოქმედდა საკანონმდებლო სივრცეში ის უმნიშვნელოვანესი კანონები ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის - ნებისმიერი დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყნისთვის, რაც აქვთ და მოქმედებს სხვადასხვა საკანონმდებლო სივრცეში, დაფინანსებები შეუმცირდათ. პროპორციულად, როგორც კი მათ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე უმცირდებოდათ დაფინანსებები, ვხედავდით ის ე.წ. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილი პროტესტი როგორ ჩაიფუშა და განულდა.
დარჩა გათითოკაცებული, ალბათ დახელფასებული, შემჭიდროებული ბიუჯეტით ე.წ. პარტაქტივი, რომლებიც ყოველ შაბათს ან ყოველ ხუთშაბათ დღეს სადღაც დადიან. სწორად ეკუთვნით მათ [სიტყვა] სექტა, იმიტომ, რომ სექტანტები და სექტა იქცევა ასე, რომ რაღაც დღეს დაგეგმავენ - აი, ახლა უნდა ჩავიცვათ ეს ფორმა, გავიაროთ აქ და შემდეგ ალბათ, ყავას სვამენ, ან სადმე იკრიბებიან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
Tamara წაშალა შეტყობინება
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია
გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე და ძმანი და დანი მათნი, ეს აგენტურული ქსელი, სწორედ ამიტომ არიან აგენტები, სწორედ ასეთი განცხადებების გამო შეარქვა სრულიად სამართლიანად მათ ჩვენმა საზოგადოებამ „უსამშობლოთა გაერთიანება“. ისინი უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ საბუთით არიან და პასპორტით ქართველები და სამშობლო არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ როცა სამშობლო იცი, როცა ის ტკივილი იცი და როცა რეალურად განიცდი სამშობლოს, მსგავს განცხადებებს არ გააკეთებ, - ასე უპასუხა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები „აგენტურულ ქსელს“ წარმოადგენენ.
„ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არ არის მათ განცხადებები. ეს არის, სამწუხაროდ, ის დავალებული განცხადებები, რომელ განცხადებებსაც ისინი აჟღერებენ. არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, როდესაც ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგმება ურთიერთობის დათბობისკენ - ეს ეკონომიკური კუთხით იქნება თუ სხვა, ჰუმანიტარული დახმარების კუთხით, მაშინვე მყისიერად გამოენთებიან.
ადამიანები, რომლებიც აქ ოცნებობდნენ 2008 წელს, სად იყვნენ 2008 წელს? როდესაც ვნახეთ, რა გააკეთეს, როგორ მოიქცნენ, პირდაპირი ქვეყნის ღალატი ჩაიდინეს და შემდეგ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ და იმ სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, 2022 წლის მოვლენები მაქვს მხედველობაში დღემდე, ვნახეთ დაწყობილი, რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ, ისინიც, მათი პატრონებიც ღიად, და როგორ თურმე სირცხვილით იწვოდნენ, რომ საქართველოში მშვიდობა იყო. როგორ გაბედა და როგორ ბედავს და როგორ წარმოგვიდგენია საერთოდ, როდესაც უკრაინაში ასეთი სისხლისღვრაა, ცეცხლი ანთია და ომია, ჩვენ მშვიდობიან პოლიტიკას ვატარებთ. აი, ეს არის მათი რეალური სახე.
ისინი არიან ომის პარტია, ისინი არიან დესტრუქციის ძალა და ისინი არიან ძალა, რომელიც მოწადინებულია, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.









