პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც პრეზიდენტი აწერს ხელს, არაკონსტიტუციურია.
"ნებისმიერ მის ქარტიას თუ დოკუმენტს, რომელსაც აწერს ხელს, პირველ რიგში არის ანტიკონსტიტუციური. შემდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაციის ბოლომდე შელახვა. რაც შეეხება ტექნიკური მთავრობის თემას, ეს არის კიდევ ერი ტრაგიკომედიის ჟანრის გაგრძელება, უნიჭო სპექტაკლის, მცდელობა, რომ ოპოზიციური ველზე შექმნან რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ფუჭია", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.