"ნაციონალური მოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების იდეას. მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მალე მოხდება და ჩვენ აბსოლუტურად სხვა ქვეყანა გავხდებით. ამ უზენაესი იდეისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ. ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. უნდა დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, ჩვენი უსაფრთხოება. - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
"ეს იყო ურთულესი დრო, ნამდვილად ადამიანები იბრძოდნენ გადარჩენისთვის, თვითგადარჩენისთვის, იმიტომ რომ ასეულობით მაგალითი ვიცით იმის, რომ ვინც დაუპირისპირდა მაშინდელ ხელისუფლებას, ბევრი მათგანი ფიზიკურად იქნა ლიკვიდირებული , განადგურებული. ასეულობით ადამიანია მოკლული, ათასობით ადამიანმა დაკარგა ქონება, სახლები, გაუბედურდნენ და ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა. და ტრაგედია დატრიალდა
თითქმის ვერავინ პოულობდა საქართველოში სამართალს. მე მახსოვს, ჩემი ოჯახის წევრი სასამართლო პროცესებს ვესწრებოდი და იმდენად დამთრგუნველი იყო ამ უსამართლობის ყურება. როცა იცი რომ მართალი ხარ და ვერ ამტკიცებ სიმართლეს. ამაზე საშინელი რამე არ არსებობს.
პატიმართა წამება იყო არაადამიანური ჯოჯოხეთი. არა ადამიანებისგან მართული სისტემა, ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ნამდვილი მანიაკური სისტემა იყო ჩამოყალიბებული ციხეებში.
ტანჯვის და წამების მეთოდები რაც გამოიყენებოდა სააკაშვილის მმართველობის დროს და მისი მჩაგვრელი, უსამართლო, ანტიქართული, ანტი ეროვნული რეჟიმის მიერ, ეს იყო ნამდვილად ბოლშევიკური და ფაშისტური წამების მეთოდები. ეს ჩვენ ძალიან კარად ვიცით.
ეს ადამიანები არასდროს იყვნენ ხალხის სამსახურში. არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ, ვიცი მათი ბნელი საქმეები და ვიცი მათი ბევრი რამ , მათ შესახებ, ეს იყო რეალურად, სხვა სახელმწიფოების და სხვების ინტერესების მომსახურე ხელისუფლება, მათ არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ხალხის დასაცავად.
დღესაც ამბობენ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც წარმოუდგენელია, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ქართველ ხალხთან ერთად, ისინი მზად არიან გახსნან მეორე ფრონტი. დაიწყონ ომი.
მათი მოსვლა, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ ჩვენ სამუდამოდ დავემშვიდობოთ ჩვენს ძირძველ ტერიტორიებს და ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დაბრუნების იდეას.
მე დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ, მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს მალე მოხდება და ჩვენ აბსოლუტურად სხვა ქვეყანა გავხდებით. ამ უზენაესი იდეისთვის უნდა ვიშრომოთ ყველამ. ჩვენ ჩვენი აგური უნდა დავდოთ. უნდა დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, ჩვენი უსაფრთხოება.
ჩვენგან იქნება უკომპრომისო ბრძოლა ნებისმიერ მტრულ განზრახვასთან. ჩვენ ათმაგად ვუპასუხებთ
მე კარგად მახსოვს, უზარმაზარი რიგები იდგა საკონსულოების წინ და ჩვეულებრივი ხალხი. ასე ვთქვათ, მოკვდავები ვერ მივდიოდით ევროპაში და ვერ ვმოგზაურობდით, იმიტომ რომ ვიზებს არ გასცემდნენ ან გასცემდნენ ძალიან რთულად.
მაშინ ევროპაში წასვლა იყო მხოლოდ პრივილეგირებულთა ანუ ე.წ. ელიტის, სააკაშვილის ბანდის, ასე ვთქვათ ელიტის, მხოლოდ. სააკაშვილის გუნდის, პრივილეგირებული კასტისთვის დარეზერვებული.
დღეს ეს მოხსნილია, შეიძლება ეს ადამიანებს აღარ ახსოვთ. 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, წასულიყო ყოველგვარი ვიზის გარეშე. ეს ვინ მოიტანა? ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა