ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა და იმედი მაქვს, ყველა ნორმალურად მოაზროვნე, ამ ქვეყნის პატრიოტი დამეთანხმება - რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და არ დაემარცხებინა მჩაგვრელი, ბოროტი, ანტიეროვნული ძალა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა უბედურება, გვექნებოდა ომი, ნგრევა და ალბათ ვერც წარმოვიდგენთ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა და იმედი მაქვს, ყველა ნორმალურად მოაზროვნე, ამ ქვეყნის პატრიოტი დამეთანხმება, რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და არ დაემარცხებინა მჩაგვრელი, ბოროტი, ანტიეროვნული ძალა, დღეს ქვეყანაში იქნებოდა უბედურება, გვექნებოდა ომი, ნგრევა და ალბათ ვერც წარმოვიდგენთ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები [„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება] არასდროს იყვნენ ხალხის სამსახურში. მე არ მინდა სპეკულაციები, მაგრამ ვიცი მათი ბნელი საქმეები და ბევრი რამ მათ შესახებ. გარდა იმისა, რომ მჩაგვრელი და უსამართლო რეჟიმი იყო, ეს იყო სხვა სახელმწიფოების, თუ სხვების ინტერესების მომსახურე ხელისუფლება. მათ არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი ხალხის ინტერესების დასაცავად. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დღეს აქ გვექნებოდა ომი. ადამიანები ჯერ კიდევ იბრძვიან, ვგულისხმობ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამ რადიკალურ, მტრულ ძალას“, - აღნიშნა პრემიერმა.