„დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა მათი საქმიანობა. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი სამუშაოებია გაწეული ცესკოს ხელმძღვანელების მიერ იმისთვის, რომ ამხელა შედეგისთვის მიეღწიათ." ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.
"სხვა ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. ოპოზიციას თუ ჰქონდა იმის ილუზია, რომ ცესკოს ხელმძღვანელი და მთელი ცესკო უნდა ყოფილიყო მათ მიერ მართული, რომ თავად გაეყალბებინათ არჩევნები და მოეპარათ ხალხის ხმები, უკაცრავად, ამას რა თქმა უნდა არცერთი ხელისუფლება არ დათანხმდება არასოდეს. ყველაფერი არის ორგანიზებული კანონის შესაბამისად, ჩვენ კანონის საწინააღმდეგო არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.