ეყოლება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი თავმჯდომარე - არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი, თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნაცვლად ლევან სანიკიძეს განიხილავს და ამ თემაზე კონსულტაციებს გადის. პარტიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ხაზგასმით ამბობენ იმასაც, რომ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის. 

"ტყუილი არის, არაფერი მსგავსი ინფორმაცია ბუნებაში არ არსებობს, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელებულა "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ახლაც იგივე ჭორთან გვაქვს საქმე, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ უმაგრებს ზურგს. "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს ბრძოლას, "ნაციონალურ მოძრაობაში" არანაირი დაპირისპირება და არანაირი ურთიერთმტრობა არ არსებობს და მით უმეტეს არანაირი საკადრო ომი არ არის", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.