უსამართლო და პოლიტიზირებული სასამართლო აღმოჩნდა პირველი სანქციების სიაში! აი ეგრე! გაგრძელება იქნება ყველა ვარიანტში! - ასე ეხმაურება ტვ "პირველის" ერთეღტი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია  აშშ -ის  სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხშაბათს დაბლოკა ოთხი ქართველი სასამართლო ჩინოვნიკის ქვეყანაში შესვლა და მიზეზად „მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობა“ დაასახელა.  

"კლანი დასანქცირდა!!!! ეს ძალიან დიდი და ისტორიული ამბავია! უსამართლო და პოლიტიზირებული სასამართლო აღმოჩნდა პირველი სანქციების სიაში! აი ეგრე! გაგრძელება იქნება ყველა ვარიანტში !

ამიერიდან კარგად დაფიქრდება ყველა მოსამართლე, ვინც ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს!" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

ენტონი ბლინკენი: ამერიკაში შესვლა აეკრძლათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს