საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინოს კომბოსს შეხვდა. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის მიმართ და ამ მხრივ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე და იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ მიაღწია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით.
მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და კვიპროსის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის კვიპროსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სხვადასხვა ფორმატებში.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით