ნატოს ვაშინგტონის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯონ ბასს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
"ძალიან საინტერესო აზრთა მიმოცვლა მქონდა ჯონ ბასთან. ვინაიდან ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებები და პრინციპები აქვთ, მე ხაზი გავუსვი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და გამოვთქვი მზადყოფნა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი გაძლიერებისთვის" - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
Had a very interesting exchange of views with John Bass, @UnderSecStateP. As our countries share the same values and principles, I emphasized the importance of 🇬🇪-🇺🇸 strategic partnership. I reaffirmed Georgia's commitment to the EU and Euro-Atlantic future and expressed… pic.twitter.com/vmpPAMbUuk
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) July 10, 2024