„გამჭვირვალობის შესახებ“კანონს ყველგან ბრძოლისთვის იყენებენ, ყველგან ვიღაცას ებრძვიან და ჩვენ ვის ვებრძვით? მე მგონი, ჩვენ არავისთან ბრძოლა არ გვაწყობს, მითუმეტეს მეგობრებთან, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
,,ქართული ოცნების" მიერ „გამჭვირვალობის შესახებ“კანონის შემობრუნების სურვილი, ლოგიკურად არ იხსნება, იმიტომ რომ მგონია, ეს წინასაარჩევნოდ, ძალიან წამგებიანი თემაა, ყველას და ყველაფერს ომი გამოუცხადო. 80 %-იანი რეიტინგი რომ გქონდეს, მაშინ შეიძლება თავს ამის უფლება მისცე, მაგრამ ჩემი აზრით, ,,ქართული ოცნების" მოლოდინი საკუთარ რეიტინგთან დაკავშირებით და გამბედაობა, აცდენილია ერთმანეთს. იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, როგორ შეიძლება შენ გამოდიოდე ბრძოლის ინიციატივით, თან ამბობდე, რომ მეც მებრძოლთა რიგებს ვუერთდები.
ტექნიკურად რომ შეხედო, ყველა მართალი იქნება, მაგალითად, ვინც გამოვა და იტყვის - ევროპაშიც, ამერიკაშიც და რუსეთშიც არის ასეთი კანონი. უბრალოდ, ყველგან ბრძოლისთვის იყენებენ, ყველგან ვიღაცას ებრძვიან და ჩვენ ვის ვებრძვით? მე მგონი, ჩვენ არავისთან ბრძოლა არ გვაწყობს, მითუმეტეს მეგობრებთან. კარგი იქნებოდა, უფრო კარგად მოემზადონ, მათ შორის, ჩვენი „ენჯეო“ სექტორი და მარტო ლოზუნგებით კი არ იქნებოდა ბრძოლა ამასთან დაკავშირებით, არამედ უფრო სერიოზული დისკუსიებით",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.