როცა პოლიცია ვერ შეძლებს აქციაზე ხალხის დაკავებას, მხოლოდ მაშინ შეიცვლება რამე. აქცია უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო ადგილი დემონსტრანტისთვის. - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს. 

"სანამ ლიდერები და აქციის მონაწილეები მშვიდად უყურებენ, თუ როგორ აკავებს პოლიციელი ახალგაზრდა აქტივისტებს და  არაფერს მოიმოქმედებენ ამის წინააღმდეგ, ნუ ელით გამარჯვებას.

თუ მოგება გვინდა, თუნდაც დაკავების რისკის სანაცვლოდ, ჯერ ერთმანეთის განსაცდელიდან გამოხსნა და ერთმანეთის თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა ვისწავლოთ." - წერს იაგო ხვიჩია "ფეისბუკში.