წინასაარჩევნოდ ყველა გახდა უბიწო ქალწული და ამბობს, რომ მე იმასთან როგორ ვიქნებიო და მიდის დაუსრულებელი იწილო-ბიწილო, და არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართველმა ხალხმა კიდევ არ იცის, რა კონფიგურაციით იქნება ეს ყველაფერი, -  ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ დიდი დისკუსიები გვაქვს ოფისში, ესენი [ოპოზიცია] სულელები არიან ჩვენი კოლეგები თუ მოსყიდულები, მაგრამ მე არ მჯერა სულ გამუდმებული სისულელის, რომ სულ სისულელეს სისულელეზე აკეთებ და არაფერი გესმის. შეცდომას უშვებ, ისევ იგივეს იმეორებ, უბრალოდ ამის არ გვჯერა და მიგვაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს იმიტომ აქვთ დიდი გული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რომ მათ ჯიბეში უზით ოპოზიციის დიდი ნაწილი სხვადასხვა პარტიაში. შესაბამისად, არ ეშინიათ არცერთი სცენარის. ჩემი აზრით ახლა უნდა მიმდინარეობდეს ოპოზიციის კრისტალიზაციის პროცესი რაღაც თვალსაზრისით, უნდა მიდიოდეს შეთანხმებების, დაპირებების პროცესი, ამის ნაცვლად, ხალხი, რომელიც რანაირ კოალიციაში არ ყოფილან ერთად, რა ტიპის ურთიერთობები არ ჰქონიათ ერთმანეთთან, ახლა, წინასაარჩევნოდ ყველა გახდა უბიწო ქალწული და ამბობს, რომ მე იმასთან როგორ ვიქნებიო და მიდის დაუსრულებელი იწილო-ბიწილო, და არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართველმა ხალხმა კიდევ არ იცის, რა კონფიგურაციით იქნება ეს ყველაფერი“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.