ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერპელაცია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო. „ტომი და ჯერიში“, კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ და ასე გაილახება, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო? - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

"ჩემი აზრით, დღევანდელი ინტერპელაცია ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იყო. არ ვიცი, მის მომწვევებს გნებავთ, განათლების მინისტრის ამბავში, გნებავთ, პრემიერ-მინისტრის ამბავში, საერთოდ, რა მიზანი ჰქონდათ? იქ ვიყავი დარბაზში, ხელისუფლებას რა და რისი შესრულება უნდა, ისედაც ვიცოდი, ახალს ვერაფერს მეტყოდნენ, შეიძლება ამან ვინმეზე სენსიტიურად იმოქმედა, მაგრამ ჩემზე ვერ იმოქმედებდა. „ტომი და ჯერიში“, კატას თუ თაგვს, ყურით რომ ბერტყავენ და ასე გაილახება, ამის მოწყობა საკუთარი თავისთვის რა საჭირო იყო?

ვაშაძე იყო პირველი, რომელიც ამ როლში აღმოჩნდა, „ქართული ოცნება“ ამისთვის შესაბამისად იყო მომზადებული. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ დღეს ოპოზიციამ პრემიერი „გაპრესა"? განათლების მინისტრთან დაკავშირებით ნახეთ საერთოდ რა ხდებოდა? მადლობებს უხდიდნენ კაცს, რომელიც ვითომ "გასაპრესად" იყო დაბარებული... ეს რატომ იყო საერთოდ საჭირო, რატომ უნდა გაალახვინო თავი ასე, რატომ უნდა ითამაშო ის როლი, სადაც შენ გიბრახუნებენ და ასე იქცევ ყურადღებას? ვაშაძეს რამდენიც უნდა, იმდენი ურტყან და იყოს „გრუშის“ როლში, მაგრამ აქეთ მხარეს რომ ზიხარ და შენ მხარეს ხალხი მომზადებული არ არის სათანადოდ, იქ ადამიანებს უჭირთ გარჩევა, ვის უბრახუნებენ და ეს პროცესი მაზიანებს“, - განაცხადა ხვიჩიამ.