ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
იაგო ხვიჩია ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ ბარამიძის თემაზე მან საკუთარი პოზიცია გადაცემის დასაწყისშიც და ბოლოშიც გამოხატა.
„გვარამია რომ უნამუსო მატყუარაა, მგონი, ამ განცხადებითაც დასტურდება. ვინც ამ გადაცემას უყურეთ, ძალიან მარტივია მიხვდეს, თუ რა დონის ნაძირალა და უნამუსოა ნიკა გვარამია.
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს. ადამიანები, რომლებიც უყურებდნენ გადაცემას და წაიკითხავდნენ ნიკა გვარამიას სტატუსს, მიხვდებიან, რომ ნიკა გვარამიამ ორმაგად მოიტყუა, ხმა არ ამოუღიაო, მაშინ, როდესაც მე გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან დავაფიქსირე ჩემი პოზიცია გია ბარამიძის თემაზე“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გიორგი ბარამიძე დააკავა.










