„ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა ერთმანეთთან თუ გაერთიანდებიან, შეიძლება რაღაც შანსი ჰქონდეთ. თან მე მგონია, რომ შინაგანად „ლელო“ უფრო „ნაცური“ პარტიაა და მოუხდება „ნაცმოძრაობას“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„“ლელოს “ფული მაგალითად „ნაცმოძრაობას“ გააძლიერებდა და „ლელოს“ ახალი პოლიტიკოსების „ნაცების“ სიითი პარლამენტში გაყვანაში დაეხმარებოდა“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ სპექტრში სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების უმეტესობა წინასაარჩევნოდ ცდილობს, არ იყოს დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და განმარტავენ რომ „ნაცმოძრაობისგან“ გამოყოფილი სუბიექტები თავის მესამე ძალად გასაღებას ცდილობენ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველა პარტიის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებას ცდილობს.