„ჩვენც გვქონდა ახალი პოლიტიკური ცენტრი. „გირჩს“ ახლაც ეგ ჰქვია სახელად, მაგრამ ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ არ იყო ცენტრის სწორი დახასიათება, მენიუდან ამოვიღეთ. ჩვენი კოლეგები ცენტრს ხან რას ეძახიან და ხან რას. მოდით, შევხედოთ, რას ნიშნავს „ნაცები“. – ამის შესახებ მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატმა, „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
"მაგალითად, კეზერა არის თუ არა „ნაცი“. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კეზერა საერთოდ „ქოცია“. „ნაცად“ თუ ვთვლით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ორი „ნაცური“ პარტიის დამფუძნებელია ერთი და იგივე კაცი. შესაბამისად, როგორ ჩავთვალოთ, რომ ამ ორიდან რომელიმე „ნაცი“ არ არის. მაშინ ვთქვათ, რომ კეზერა საერთოდ „ქოცია“ და „ნაცებს“ არცერთი ცენტრი არ ჰქონიათ.
მესამეს, „ლელოს“ რაც შეეხება, ჯერ განსხვავებული არაფერი გამოუვლენია იმისგან, რაც „ნაცებს“ უნდათ. არც პროგრამაზე უთქვამთ, ამის გაკეთება განსხვავებულად გვინდაო, მმართველობის სისტემაშიც რამე „ნაცებისგან“ განსხვავებული უნდათ, ასე არ არის. იმის გამო, რომ „ლელომ“ ალეკო ელისაშვილი და დოლიძე მიიერთა, მე როგორ უნდა ვთქვა ჩემს გეგმაზე უარი. ასევე კეზერამ რომ ორი „ნაცური“ პარტია შექმნა, რომელიმე მათგანში „ნაცური“ სული აკლია, თუ რაშია საქმე, მე არ მესმის. როგორც ადრე იყო, „ნაცები“ გადიოდნენ შვიდი პარტიით, ახლა ცოტა შემჭიდროვდნენ და სამით გადიან, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, გვარამიამ ფერი იცვალა და „ნაცი“ არ არის, ან რომელიმე სხვა ლიდერმა, ვინც დღეს კეზერას მიერ ფინანსდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა, „ლელოში“ ან გახარიასთან წავიდეს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ არ იცის, სალომე ზურაბიშვილის ინტერესები რა არის.
„„ლელოს“ აქვს ფული და ამით ეპრანჭება ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს. ვერ ვიტყვით, რომ ვინმე გულგრილია ჩვენ გარდა ამ ფაქტის მიმართ. ჩვენ ამ ფულის ფასი ვიცით და არ გვაინტერესებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი "ლელოს", ანა დოლიძისა და "თავისუფლების მოედანის" გაერთიანებას შეუერთდა