პრეზიდენტი მიგორდება არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩემი აზრით, ერთადერთი რაც შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტმაც დაკარგა აზრი და პრეზიდენტთან ბრძოლამაც. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მიგორდება რამენაირად არჩევნებამდე და შემდეგ მშვიდ პენსიაზე გავა. მანამდე ეცდება, რომ შეალამაზოს მის მიერ გაკეთებული საქმეები და საზოგადოებას რაღაც უთხრას. მე არ მგონია, რომ ზედმეტი არაკორექტულობა ან ჩხუბი იყოს "ქოცების" ან პრეზიდენტის მხრიდან, რადგან აზრი დაკარგა ამ ყველაფერმა და ეს განწყობასაც ეტყობა, რომ არავის არ ახსოვს ახლა პრეზიდენტი აქ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი არასდროს არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ყოველთვის მის ინტერესებს ატარებდა და მგონია, რომ ეს ასე გაგრძელდება. რადგან ბიძინა ივანიშვილი თავად დაბრუნდა პოლიტიკაში, სალომე ზურაბიშვილს არსებობა აზრს კარგავს მასთან ბრძოლის კუთხითაც და მასზე დაყრდნობის კუთხითაც", - ამბობს ხვიჩია.