„ნიკა მელია ცნობილია ტყუილებით და ის რომ დაგიწუნებს პოლიტიკაში, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. იცით, ხაზარაძის შეთავაზებაზე ნიკა მელიამ თქვა, რომ ხაზარაძეს არ მიიღებენ. რამდენი მარცხი უნდა განიცადოს ხაზარაძემ, რომ პოლიტიკას თავი დაანებოს? – პოლიტიკაში მელია რომ დაგიწუნებს, პოლიტიკას თავი უნდა დაანებო. – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
2024 წელს ველოდები, რომ ქართულ პოლიტიკაში სიურპრიზები იქნება, მათ შორის ველოდები ჩვენს გამარჯვებას და ოპოზიციის პენსიაზე გასვლას. სხვათა შორის, პენსია გავზარდეთ, დამსახურებული პენსია ექნებათ. ისინი ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, პოლიტიკურ პენსიაზე წავლენ. ხაზარაძეს პენსია არ დასჭირდება, რადგან ფული საკმარისად აქვს, მაგრამ პოლიტიკურ პენსიაზე ნამდვილად გავა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ ნიკა მელიასთან ერთიანი სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, თუმცა არჩევნების წინ გაერთიანებას და ახალი სახელით წარდგომას არ გამორიცხავს. ამასთან, საკითხზე კომენტირებისას ნიკა მელიას გუნდის წევრმა, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არავისთან გაერთიანებას არ ფიქრობენ. „გამოვდივართ ცალკე პოლიტიკურ სუბიექტად, გვექნება ჩვენი ნომერი, სახელი, დამოუკიდებელი პოლიტიკის კეთებას ვგეგმავთ“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ლელო" პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან იქნება სტრატეგიული პარტნიორი
მისივე თქმით, ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ
მოჰვიანებით "ლელოს" ლიდერს ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში უპასუხა: ავირჩიეთ რთული გზა და ვიცოდით მასზე კონკურენტებს ვერ შევხვდებოდით, თუმცა, აუცილებლად შევხვდებით თანამებრძოლებს