მელია და გვარამია თუ წარსულთან არ ითანამშრომლებენ, ე.ი. მათთან არავინ ითანამშრომლებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ „ნაცმოძრაობის“ ფილიალებში ახალი ვერაფერი იქნება.
„მელია და გვარამია თუ წარსულთან არ ითანამშრომლებენ, ე.ი. მათთან არავინ ითანამშრომლებს, რადგან ორივე იმ წარსულს წარმოადგენენ, რასაც თავადვე „ნაცმოძრაობა“ დაარქვეს. „ნაცმოძრაობის“ ფილიალებში ახალი ვერაფერი იქნება, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ფილიალებია გვარამიას თუ მელიას ახალი გაერთიანებები. საზოგადოება მათგან სიახლეს არ უნდა ელოდებოდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.