მხოლოდ „ლელოს“ ტოპ ტვინებმა შეიძლება მოიფიქრონ, რომ თურმე, საქართველოში ინტელექტუალური პრობლემაა და ქვეყანას არ შეუძლია სტრატეგიული ობიექტი თავად მართოს, ან 100 პროცენტით მესაკუთრე იყოს და ამით საკუთარი სუვერენიტეტის ხარისხი გაზარდოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს.

„თუ იდეა ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ძლიერი სუვერენიტეტი იყოს და უცხოელებმა სამხრეთ კავკასია გაითვალისწინონ, შე დალოცვილო, ჯერ საკუთარ ქვეყანაზე იზრუნე. სადმე, რომელიმე ქვეყანამ სტრატეგიული ობიექტის წილში შეგვიყვანა? „ლელო“ საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს და შეიძლება, ამას ვერც ხვდებიან. ეს არის მოცემულობა, როცა საკუთარი ქვეყნის ინტერესები მეორეხარისხოვანია და პირველი სხვა ქვეყნის ინტერესებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.