საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში დავით დარჩიაშვილის განცხადებას ეხმაურება:
"სულაც არ მიკვირს დავით დარჩიაშვილის კაცთმოძულეობა - ეს იყო და არის ნაციონალური მოძრაობის რეალური სახე, მისი პოლიტიკური და ადამიანური ბუნება. ისინი ნანობენ მხოლოდ ერთს- არდასრულებულ წამებას და არაწიოკებულ ოჯახებს, რაც ვერ მოასწრეს .."
შეგახსენებთ, დარჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა რომ "შავაძის დაღუპვის ამბის ერთი ვერსიაა, რომ 2008 წელს მოკლეს, მეორეა, რომ ქართველთა პოზიციები გასცა, ოღონდ სტრასბურგს ამას ვერ აუხსნი".
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.