დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ეკრძალება - ეს არის ტყუილი! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.
სამწუხაროდ ოპოზიციის მხრიდან ტრადიციად იქცა ფაქტების დამახინჯება და ეს არახალია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჟურნალისტებს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაცია ეკრძალება - ეს არის ტყუილი!
პარლამენტში /პოლიტიკური ჯგუფებში (ფრაქცია) აპარატის თანამშრომლებად არიან გაფორმებული მათივე პარტიის წევრი პოლიტიკოსები , რომლებიც პარლამენტში არსებულ ბრიფინგების სივრცესთან აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს
პარლამენტში არსებულ ბრიფინგების სივრცესთან კომენტარს/ განცხადებას აკეთებს პარლამენტის წევრი
ზ/ა კატეგორიის პარლამენტის თანამშრომელს თუ სურს პოლიტიკური განცხადება გააკეთოს, ამისთვის მათ აქვთ პარტიის ოფისი და სხვა მითთვის სასურველი სივრცე
დღეს, სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მარტივად ახსნა შინაგანაწესის არსი , რასაც დავით უსუფაშვილიც დაეთანხმა -სულ ესაა!- წერს გრეტა წიწავა.